სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1738769400
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სამ ადვოკატს რუსეთის სასამართლომ 3,5 წლიდან – 5,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვადიმ კობზევს, იგორ სერგუნინს და ალექსეი ლიპცერს ბრალად ედებათ ექსტრემისტულ ჯგუფში წევრობა.
ვადიმ კობზევს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ალექსეი ლიპცერს 5 წლით, ხოლო იგორ სერგუნინს 3,5 წლით.
ალექსეი ნავალნის ადვოკატები 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს, ერთი თვის შემდეგ ისინი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანეს.
ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა. მას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.