აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია, დაშავებულთათვის მწვანე დერეფანი გაკეთდა... - ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან

ინდოეთი

ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.

Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. 

BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.  თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა -  ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. 

ამ დროისთვის აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.