გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
თავად ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ ყოფილა და პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თავად მივა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. მას გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოეწურა.