აღმოაჩინეს გენები, რომლებმაც, შეიძლება, ჭარბწონიანობის მკურნალობაში რევოლუცია მოახდინოს

ჭარბწონიანობის

 დელავერის უნივერსიტეტის ახალი კვლევა ცხიმოვან ქსოვილში გენების გამოვლინებას შეისწავლის. უფრო კონკრეტულად, განსხვავებას ვისცერულ (საზიანო) და კანქვეშა (ნაკლებად საზიანო) ცხიმს შორის. კვლევის შედეგად მეტაბოლიზმთან და ანთებით პროცესებთან დაკავშირებული გენები გამოვლინდა, რომელიც შესაძლოა ჭარბწონიანობის მკურნალობის პოტენციურ სამიზნედ იქცეს.

CDC-ს მიხედვით, ამერიკელების დაახლოებით 40%-ს ჭარბწონიანობა აწუხებს, რაც ჰიპერტენზიის, დიაბეტის, ინსულტის, გულის დაავადებებისა და კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. დელავერის უნივერსიტეტის მკვლევრები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ცდილობენ, ჭარბწონიანობა გენეტიკურ დონეზე შეისწავლონ.

კვლევას იბრა ფანჩერი უძღვება, რომელიც დელავერის უნივერსიტეტში კინეზიოლოგიისა და გამოყენებითი ფიზიოლოგიის ასისტენტ-პროფესორია. მისმა გუნდმა ცხიმში, ანუ ადიპოზურ ქსოვილში, გენების გამოვლინების მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებები იპოვა. ადიპოზური ქსოვილი, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ზედმეტი ენერგიის ''სათავსოდ'' ითვლებოდა, დღეს მნიშვნელოვან ენდოკრინულ ორგანოდ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, ამ ქსოვილში გამოვლენილი დარღვევები მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა გულსისხლძარღვთა და მეტაბოლურ დაავადებასთან.

კვლევა გამოცემაში Physiological Genomics გამოქვეყნდა.

გენები, რომელმაც შესაძლოა ჭარბწონიანობის მკურნალობაში რევოლუცია მოახდინოს ცხოველის მოდელის გამოყენებით ფანჩერმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს, რა კავშირი აქვს რაციონს ადიპოზურ ქსოვილში გენების გამოვლინებასთან.

ერთი ჯგუფი მაღალცხიმოვან და მაღალკალორიულ საკვებს იღებდა — ისეთს, როგორსაც ხშირად დასავლეთში იღებენ - ხოლო მეორე ჯგუფი კი ერთი წლის განმავლობაში სტანდარტულად იკვებებოდა.

„მნიშვნელოვან ცვლილებებს მოველოდით ცხიმში და, მართლაც, პირველი ჯგუფის მონაწილეებში ადიპოზური ქსოვილები განსხვავებულად გამოიყურებოდა, ეს კი არასწორ კვებასა და ჭარბ წონას უკავშირდება", — აღნიშნა ფანჩერმა.

კვლევამ აჩვენა, რომ 300-ზე მეტი გენი დიფერენციულად (განსხვავებულად) იყო გამოვლენილი კანქვეშა ადიპოზურ ქსოვილში (SAT), რომელიც ცხიმის შედარებით ნაკლებად საშიში ფორმაა. მეორე მხრივ, ვისცერულ ადიპოზურ ქსოვილში (VAT) თითქმის 700 დიფერენციალურად გამოვლენილი გენი იპოვეს. ვისცერული ცხიმი, რომელიც შინაგანი ორგანოების გარშემოა თავმოყრილი, მძიმე დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

გაანალიზებული ათასობით გენიდან ფანჩერის გუნდმა ოთხი გენიაღმოაჩინა, რომლებიც მეტაბოლიზმს, კალციუმის მიმოცვლასა და ანთებით პროცესებს უკავშირდება. ისინი დამატებით შესწავლას საჭიროებს.

„უკვე ვიკვლევთ, ღირს თუ არა ამ გენების შესწავლა იმისთვის, რომ ჭარბწონიან ადამიანებში ადიპოზური ქსოვილების ფუნქციის გაუმჯობესება ვცადოთ", — თქვა ფანჩერმა, — ''შესაძლოა, ეს გენები უკვე არსებული წამლების გამოყენებით ვაქციოთ სამიზნედ ან მკურნალობის სრულიად ახალი გზები შევქმნათ, რომლებიც კონკრეტულად ამ გენებზე ზემოქმედებისთვის იქნება განკუთვნილი".

ექსპერტები ამბობენ, რომ მათი კვლევითი ცენტრები უზრუნველყოფილია უახლესი აპარატურით. იქ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მსგავსი ტიპის კვლევებს რნმ სეკვენირებისა და ბიოინფორმატიკის გამოყენებით ატარებენ.

„სანამ ამ კვლევაზე მუშაობას დავიწყებდი, ვფიქრობდი, რომ ორგანიზმში ცხიმი თანაბრად იყო განაწილებული, თუმცა როცა რნმ სეკვენირება ვნახე და სხვადასხვა გენი შევისწავლე, მივხვდი, რომ ჭარბ წონას VAT-ზე გაცილებით დიდი გავლენა აქვს, ვიდრე SAT-ზე. ჩვენი მიდგომა ცხადყოფს, თუ რამდენად მჭიდროდაა ეს პროცესები ერთმანეთთან დაკავშირებული და რამდენად შეიძლება გააუმჯობესოს კონკრეტული გენების შესწავლამ ჭარბწონიანობის მკურნალობა", — აცხადებს მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის დოქტორანტურის მესამე კურსის სტუდენტი, მალაკ ალრადი.

გუნდის აღმოჩენები მკაცრი სტატისტიკური მეთოდებითაც დადასტურდა.ამჟამად ფანჩერი გეგმავს, რომ გენების გამოვლინება ადამიანის ადიპოზურ ქსოვილშიც შეისწავლოს. მან ასევე სავარაუდო სქესობრივ განსხვავებებსაც გაუსვა ხაზი.

ჭარბწონიანობა ქალებსა და კაცებში ხშირად ძალიან განსხვავებულად ვლინდება, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ სქესობრივ განსხვავებებს ამ შემთხვევაშიც აღმოაჩენენ. ამის ცოდნა ძალია