სტამბოლში, 19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
1759916398
სინგაპურელი მამაკაცი ათასობით დოლარით დააჯარიმეს ბაბუის გარდაცვალების მოწმობის გაყალბებისთვის, რათა სამსახურიდან ანაზღაურებადი შვებულება მიეღო.
29 წლის ბარათ გოპალს 4 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს მას შემდეგ, რაც აღიარა დანაშაული. შემთხვევა 2023 წელს მოხდა. გოპალი მაშინ ფასიანი ქაღალდების დაფინანსების ოპერაციების ანალიტიკოსად მუშაობდა. სწორედ ამ დროს შეიტყო, რომ მისმა მაშინდელმა შეყვარებულმა უღალატა. ის, სავარაუდოდ, იმდენად განადგურებული იყო, რომ სამსახურზე კონცენტრირება აღარ შეეძლო. მან ანაზღაურებადი შვებულება ითხოვა იმ მოტივით, რომ ინდოეთში ბაბუა გარდაეცვალა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ როდესაც მისმა ხელმძღვანელმა ბაბუის გარდაცვალების მოწმობა მოითხოვა, საქმე გართულდა.
სწორედ ამ დროს გააყალბა მან ცნობა. დოკუმენტისთვის კაცმა დახმარება მეგობარს სთხოვა. ყალბი დოკუმენტისთვის მან საკუთარი მეგობრის გარდაცვლილი ნათესავის მოწმობა გამოიყენა. კომპიუტერით ფოტო ჩაანაცვლა და მოწმობის ქვედა ნაწილი გამოტოვა, რომელსაც ნამდვილობის დასადასტურებლად QR კოდი ჰქონდა.
დოკუმენტის გაგზავნის შემდეგ, მისი ხელმძღვანელი უკმაყოფილო დარჩა და მთელი მოწმობის ასლი მოითხოვა. უფროსების დაჟინებული თხოვნით, ბარათ გოპალმა სამსახურში მთელი დოკუმენტი გაგზავნა, თუმცა 2023 წლის დეკემბერში თანამდებობა დატოვა, რადგან იცოდა, რომ მისი ტყუილი ადვილად გამოაშკარავდებოდა.
სინგაპურში, გარდაცვალების მოწმობის გაყალბებისთვის, დამნაშავე შეიძლება დაჯარიმდეს 10 000 დოლარამდე, თავისუფლების აღკვეთით ან ორივე ერთად, ამიტომ გოპალს შეუძლია თავი იღბლიანად ჩათვალოს, რომ დანაშაულისთვის მხოლოდ 4000 დოლარის ოდენობის ჯარიმა მიიღო.