3 დაღუპული და 6 დაჭრილი არასრულწლოვანი - აშშ-ში, ქრისტიანულ სკოლაში სროლა იყო

POLICE

3 დაღუპული და 6 დაჭრილი არასრულწლოვანი. სროლა იყო ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონის ერთ-ერთ ქრისტიანულ სკოლაში. გარდაცვლილთა შორის არის თავდამსხმელი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა.

ამასთან, მედისონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი არ გაუხსნიათ, სავარაუდოდ, მან თავდასხმის შემდეგ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

სკოლაში, სადაც შემთხვევა მოხდა, 390-მდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის არიან, როგორც ბაღის აღსაზრდელები, ისე უფროსკლასელები.