დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
25 დეკემბერს, ბაქო-გროზნოს მარშრუტზე, ავიაკატასტროფა განიცადა აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოში, აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.
საელჩო მსურველებისთვის განრიგს აქვეყნებს:
- ხუთშაბათი, 26, 13:00-დან 18:00 საათამდე;
- პარასკევი 27, 10:00-დან 13:00 საათამდე და 15:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვახტანგ გორგასლის 4.
დისტანციურად მწუხარების გამოხატვის მსურველებს, შეუძლიათ დაკავშირება შემდეგ მისამართზე: tbilisi@mission.mfa.gov.az.
სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა