პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როდესაც ცნობილი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე გორდონი 2014 წელს, მეოთხედ დაქორწინდა, განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ბოლო. თუმცა, ექვსი წლის ერთად ცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. ტელეწამყვანმა დიდხანს ვერ გაძლო და რამდენიმე დღის წინ მან არა მხოლოდ ოფიციალურად იქორწინა, არამედ - ქორწინების საიდუმლო აღასრულა და ჯვარიც დაიწერა. მამაკაცის რჩეული ეროვნებით ქართველი, არფისტი სოფია კალანდაძეა, რომელიც მასზე ბევრად უმცროსია.
გორდონი 58 წლის გახლავთ, სოფია - 20-ის. სოფია ტელეწამყვანისთვის რიგით მეხუთე ცოლია. გორდონის ცოლებს შორის ერთადერთი ქართველი არ გახლავთ. მსახიობის რიგით მეორე მეუღლეც ქართველი ჟურნალისტი, ულამაზესი ნანა კიკნაძე იყო.
ნანა კიკნაძე
სოფია 2001 წლის 13 აგვისტოს, მოსკოვში დაიბადა. მეუღლეებმა - ოლგა და ვიქტორ კალანდაძეებმა მეოთხედ მიიღეს მილოცვები, შვილის დაბადების გამო. უმცროსი შვილის აღზრდაში მშობლებს უფროსი შვილები ეხმარებოდნენ. ქალიშვილები - ანა და ლიუბოვი და ვაჟი გრეგორი.
გოგონა მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პროფესია სწორედ მუსიკალურ ხელოვნებას დაუკავშირა.
სოფია გახდა მრავალი პრესტიჟული რუსული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
სოფიას პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი მანამ, სანამ მის ცხოვრებაში ალექსანდრე გორდონი გამოჩნდებოდა.
სოფიას პირადი გვერდი ინსტაგრამზე სავსეა ფოტოებით სპექტაკლებიდან, რეპეტიციებიდან, უცხოური გასტროლებიდან და მოგზაურობიდან და განსაკუთრებული ადგილი საქვს დათმობილი ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის ამსახველ პუბლიკაციებს. თუ მას ჰქონდა ფოტოები გადაღებული საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, ისინი აღმოჩნდნენ კლასელები, მასწავლებლები, ძმა, მამა ან ბიძა ანზორი.
2022 წლის 8 მარტს, გოგონამ ბოდიში მოუხადა გამომწერებს დროებითი დუმილის გამო და განაცხადა, რომ რომ ის „ჩუმად და შეუმჩნევლად“ დაქორწინდა.
2022 წლის 15 მაისს ალექსანდრე გორდონმა და სოფია კალანდაძემ, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ შეხვდნენ, როცა სოფია 17 წლის იყო, სუზდალის სპასო-ევფიმიევის მონასტერში იქორწინეს. ჯვრისწერაზე ტელეწამყვანი გამოჩნდა შავ პიჯაკში, ხოლო მისი რჩეული მოკრძალებულ, თეთრ, იატაკამდე სიგრძის კაბაში.
ცერემონიას არ ესწრებოდნენ მეგობრები. იყვნენ მხოლოდ ნათესავები, ისიც - უმეტესად პატარძლის მხრიდან.
ჯვრისწერის შემდეგ გადაინაცვლეს რესტორანში, სადაც სიძე-პატარძალი სტუმრების წინაშე სხვა ტანისამოსით წარდგა. გორდონმა ცალკე სადღეგრძელოში გადაუხადა მადლობა სიდედრსა და სიმამრს.
სხვათა შორის, ოჯახში მაშინვე არ მიიღეს სოფიას არჩევანი, თუმცა შემდეგ გოგონას სურვილს დაჰყვნენ და ქორწინებაზე დათანხმდნენ.
საინტერესო ფაქტები