დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი ნატოს მარტო არ უნდა ებრძოლოს, ამის შესახებ მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტზე განაცხადა.
„ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს რთულ დროს, სამყაროს ხელახალი დაყოფის დროს. მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული სისტემა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ კოლექტიური დასავლეთი აწარმოებს სასტიკ ბრძოლას თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად. ნატო მოქმედებს პრინციპით: ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა. ამაზე მხოლოდ რუსეთმა არ უნდა გამოხატოს შეშფოთება და მარტომ არ უნდა იბრძოლოს ნატოს გაფართოების მცდელობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.