20 წლის დაღესტნელი ბლოგერი - ყველაფერი ჰასბულა მაგომედოვის შესახებ

ჰასბულა

ჰასბულა მაგომედოვი 20 წლის დაღესტანელი ბლოგერია, რომელსაც Instragram-ზე 8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. სოციალურ ქსელში მას „ჰასბიკას“ სახელით იცნობენ და მისი ვიდეოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Magomedov Gasbulla (@hasbulla_hushetskjy)

გასული წლის სექტემბერში მან 5-წლიანი კონტრაქტი UFC-სთან გააფორმა. ბევრი დეტალი არაა ცნობილი, თუმცა, ოფიციალური წყაროს ცნობით, მის ვალდებულებაში  ტურნირებზე დასწრება, გაშუქება  და მედიასთან ურთიერთობა შევა. 

ჰასბულა სოციალურ ქსელებში 2020 წელს, 18 წლისა გამოჩნდა. ბავშვური ვიზუალის გამო მალევე გამოარჩიეს და შეიყვარეს. მაშინ მისი სი­მაღ­ლე  93 სმ, ხოლო წონა 16 კგ იყო.

როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები მისი ბლოგერობის კატეგორიული წინააღმდეგები არიან და მის გამო ძალიან ღელავენ.

ვთვლი თუ არა თავს შშმ პი­რად? მე ასე არ ვთვლი, მშობლები თვლიან. მხოლოდ სიმაღლის პრობლემა მაქვს... როცა სწრაფად დავდივარ, ვიღლები. გონმება ისეთი მაქვს, როგორიც ჩემი ასაკის ადამიანს უნდა ჰქონდეს. თანატოლები კომენტარებში მიწერენ, რომ გონებრივად ჩამორჩენილი ვარ. ალბათ, შურთ რომ ასეთი ცნობილი გავხდი და მათზე მეტს ვშოულობ.“ - თქვა მან.