ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
მეცნიერებმა ინოვაციური ვაქცინაციის მეთოდს მიაგნეს, რომელიც მალარიის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, - ნათქვამია The New England Journal of Medicine-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.
ვაქცინაციის ახალი მეთოდი კოღოების ნაკბენზე არის აგებული. მათში მოთავსებულია სპეციალურად მოდიფიცირებული მალარიის პარაზიტი, რომელიც იძლევა იმუნურ პასუხს, თუმცა არ იწვევს დაავადებას.
კლინიკურმა ცდებმა აჩვენეს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა 90%-ს აღწევს. აქამდე არსებული მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 75%-ს აღწევდა და განმეორებით ვაქცინაციას საჭიროებდა. ამიტომ, იმუნოლოგები აგრძელებდნენ ალტერნატიული გზების ძებნას.
ეს აღმოჩენა შეიძლება გახდეს გარდამტეხი მალარიასთან ბრძოლაში. ამჟამად, მეცნიერები აპირებენ მასშტაბური ცდების ჩატარებას, რათა ამ მეთოდის ვაქცინაცია უფრო ფართოდ იყოს გამოყენებული.
მალარია ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი - პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს - ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში.