ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
მიმართავენ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტს მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით? 61 დეპუტატიდან მხოლოდ ერთის განაცხადი არის ამ დროისთვის შესული საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში. ეს გიორგი ვაშაძეა, რომელმაც პარლამენტს, გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას მიმართა და თქვა, რომ ეს კოლეგებთან კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა.
სიების ჩახსნა ცესკოსგან მოითხოვეს “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებმა - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაიხსნება სიის ის დანარჩენი ნაწილი, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა. რა გზას აირჩევს დანარჩენი ოპოზიცია? - კითხვა აქტუალურია, მათ შორის, “ქართული ოცნებისთვის“, რომელიც დარწმუნებულია, რომ პარლამენტში საბოლოოდ მარტო არ დარჩება და ოპონენტები მანდატებზე რეალურად უარს არ იტყვიან.
“ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მანდატების ჩახსნასთან დაკავშირებით ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იქნება.
“ჩვენი პოზიცია ნათელია, ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ ერთდროულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა ბევრად უფრო სწორი, თუმცა როგორც უკვე ვხედავთ, სამწუხაროდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული და ვერ მოხერხდა. ამიტომ, იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. “კოალიცია ძლიერი საქართველო“ ყოველთვის არის მკაფიო, პირდაპირი და თამამი საკუთარ განცხადებებში. პირველ საათზე მოისმენთ სწორედ ასეთ განცხადებას“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.