გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
აშშ-ში საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა - წელს საპატიო ტიტული 14 წლის მეცნიერს, სირიშ სუბაშის გადაეცა. ჯორჯიის შტატში მცხოვრებმა მეცხრე კლასის მოსწავლემ დეტექტორი გამოიგონა (PestiSCAND), რომელიც საკვებ პროდუქტებში პესტიციდებს განსაზღვრავს.
ღონისძიება მინესოტაში გაიმართა. სუბაშიმ ფართო აუდიტორიის წინაშე ინოვაციურ ხელსაწყოზე პრეზენტაცია ჩაატარა. მისი განმარტებით, დეტექტორის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აღმოაჩინა, რომ აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს თანახმად, პროდუქციის 70% პესტიციდებს შეიცავს.
„ჩემს გამოგონებას ორი მთავარი დანიშნულება გააჩნია - ერთი, რომ სწრაფად და ეფექტურად შეძლოს პესტიციდების შემცველობის განსაზღვრა, მეორე კი - მომხმარებელზე მორგებული და დაბალფასიანი იყოს, რათა ყველა მსურველმა შეძლოს მისი შეძენა”, - ამბობს სუბაში.
ბიჭი წარმოშობით ინდოეთიდანაა, თუმცა ის შეერთებულ შტატებში დაიბადა და გაიზარდა. ხელსაწყოს განვითარებისათვის მან პრიზის სახით $25 000 მიიღო. სუბაში გეგმავს, მოწყობილობა ბლუთუზის მხარდაჭერით უზრუნველყოს, რათა მომხმარებლებმა გამარტივებულად შეძლონ შემცველობის დადგენა.