„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერთ-ერთ ე.წ. მერყევ შტატში, სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 5 ნოემბერი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
მხარდამჭერებთან ერთსაათიანი სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირებები მექსიკასთან აშშ-ის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ.
„ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი. ყველა ოჯახი გაძლიერდება და ყოველი დღე იქნება სავსე შესაძლებლობებით, იმედითა და თავად ამერიკული ოცნებით“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს, „დაითხოვონ კამალა“.
„ამ არჩევნებში თქვენი ხმით შეგიძლიათ, ერთხელ და სამუდამოდ აჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა მათ არ ეკუთვნით, ეს ქვეყანა თქვენ გეკუთვნით. სწორედ თქვენნაირი მშრომელი პატრიოტები გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.