საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911
მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. როვშან ისკანდაროვმა პროცესზე განაცხადა, რომ ოპოზიციის დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე საარჩევნოო პროცესს აფერხებდნენ და ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ.
დაცვის მხარე ამბობს რომ ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედება მხოლოდ პროცედურული დარღვევა იყო.
„ის, რომ მან ჩაიდინა გაყალბება და რაღაც ყალბ ბიულეტენებზეა საუბარი, ასეთ რამეს ნამდვილად ვემიჯნებით“, - განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა.