1733258119
იტალიაში ძვირად ღირებული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის ქართველი დააკავეს
იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ძვირად ღირებული ბრენდული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია წერს.
მამაკაცი კარაბინერებმა, ავტომობილების გეგმური შემოწმების დროს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოხდა, 38 წლის ქართველზე კი ძებნა იყო გამოცხადებული.
პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მაღაზიის მეპატრონის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მათი ცნობით, ქართველმა რამდენიმე ძვირად ღირებული დიზაინერული ნივთის მოპარვა და ადგილიდან მიმალვა შეძლო.