წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
ქარიშხალ „დანას“ გამო, ბარსელონაში საავტომობილო გზები დაიტბორა, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და ავიარეისები.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბარსელონას აეროპორტში შემავალი რეისები გაუქმდება ან გადამისამართდება.
ამასთან, ინტენსიური ნალექის გამო მაღალი საშიშროების შესახებ გაფრთხილება გაუგზავნეს რეგიონში მცხოვრებლებს.
ამავე დროს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვალენსიაში, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. სტიქიის შედეგად ვალენსიაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.