„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
ეპიდემიოლოგმა პიერ ლუიჯი ლოპალკომ Adnkronos-ს ინტერვიუ მისცა, ახალ სეზონური გრიპის ვირუსზე.
ექსპერტის თქმით, ვირუსი ყოველთვის „ცუდი“ იყო, მაგრამ რაც უფრო მეტად იკვლევენ, მით უფრო საგანგაშო დეტალები ჩნდება მისი საფრთხისა და აგრესიულობის შესახებ, რადგან მას შეუძლია ტვინზე შეტევაც.
ლოპალკომ განმარტა, რომ ვირუსის რეალური მუტაცია არ არსებობს, თუმცა, ბოლო დროს მეცნიერები სწავლობენ მას, უფრო და უფრო ღრმა კვლევებით. აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დაზიანება და, შესაბამისად, საკმაოდ საშიშია ცენტრალური ნერვული სისტემისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულება.
ლოპალკომ თქვა, რომ ეს ახალი აღმოჩენები გამოწვეულია არა ვირუსის მუტაციით, არამედ მზარდი სიღრმისეული კვლევის შედეგად, რომელმაც გამოავლინა მახასიათებლები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში იყო დაკვირვების ქვეშ. - წერს უცხოური მედია