4 ნივთი სამზარეულოში, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა
1741249993
ფილიპ პევენი გინეკოლოგიურ კლინიკაში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილიპ პევენი იმ ქალების დასახმარებლად, რომლებიც ბუნებრივად ვერ ორსულდებოდნენ, დონორ სპერმას იყენებდა. ახალგაზრდა დედებს ნანატრი ოცნება უსრულდებოდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ექიმი დონორ სპერმას თავისით ცვლიდა და ხშირად დედებმა არც კი იცოდნენ, ვინ იყო მათი შვილის ბიოლოგიური მამა.
სიმართლე შემთხვევით გაირკვა. ერთ დღეს, 60 წლის ქალმა, სახელად ჯეიმი ჰოლმა, გადაწყვიტა გენეტიკური ტესტის ჩაეტარებინა და ძმები და დები ეპოვა. ტესტმა საოცარი რამ აჩვენა. ქალმა აღმოაჩინა, რომ სულ მცირე რამდენიმე ასეული და-ძმა ჰყავდა, რომლებიც ერთსა და იმავე კლინიკაში გაჩნდნენ და რომელთა ექიმიც ფილიპ პევენი იყო. შემდეგ ჯეიმმა საიტზე ექიმი პევენის ბიოლოგიური შვილიშვილი იპოვა და აღმოჩნდა, რომ მათი დნმ ემთხვევა. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო - სწორედ პევენი იყო ჯეიმის და მისი მრავალი და-ძმის ბიოლოგიური მამა.
ერთი წლის განმავლობაში ჯეიმი საკუთარ ისტორიას იკვლევდა და ძმებისა და დების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა აღმოაჩინა. ქალმა 9 ათასი დედმამიშვილი იპოვა.
„მან აღიარა, რომ ყველა ეს ქალი საკუთარი სპერმით გაანაყოფიერა. როდესაც ვკითხე, რატომ შეცვალა დონორი სპერმა თავისით, მითხრა, რომ დონორებს შემოწმება არ გაუვლიათ და ჯანმრთელობის გარანტიას ვერავინ მისცემდა. მან და კიდევ რამდენიმე ექიმმა, რომლებმაც ასევე სპერმა გასცეს, ყველა საჭირო ტესტი გაიარეს."- თქვა ჯეიმმა.
„არ მაქვს სიძულვილის განცდა ექიმი პევენის მიმართ. ის რომ არა, მე არ დავიბადებოდი. მაგრამ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს. ჩვენ ერთ მხარეში ვცხოვრობთ და შესაძლოა, ადამიანები ერთმანეთზე ისე დაქორწინდნენ, რომ არაფერი იცოდნენ." - აღნიშნავს ჯეიმი.
ექიმი ფილიპ პევენი 2022 წლის მაისში, 105 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ: