„გაზმა გაჟონა, სახლში მარტო იყო...“ - მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა
1741550016
შემთხვევა ალაზნის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მესამე სართულზე მდებარე ბინაში ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა.
„უცბად ატყდა ხმაური და ეზოს მხარეს ბოლი გამოვარდა. მალევე სახანძრო მოვიდა და კიბით გარედან ავიდნენ. დროზე რომ არ ჩაექროთ, შეიძლება გვერდებზეც და მაღლა სართულზეც გავრცელდებოდა" - ამბობს სახლის ერთ- ერთი მცხოვრები.
შემთხვევის ადგილზე, სახანძრო- სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობდა.
სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების ნაწილია დამწვარი, ბინის მფლობელებს დაზიანება არ მიუღიათ.
ამ დროისათვის, ხანძრის გაჩენის მიზეზი, უცნობია.