1735251416
როგორ მოიპოვეს ქალებმა შარვლის ტარების უფლება
წლების განმავლობაში კაბის ჩაცმაზე დაწერილი თუ დაუწერელი წესები ქალებს აიძულებდა, ფორმალურ სიტუაციებში შარვლის ჩაცმისგან თავი შეეკავებინათ. ეტიკეტის მწერლები შარვლის ჩაცმას კაცების ესთეტიკური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ, რომელიც შესაფერისი იყო მხოლოდ ერთ სიტუაციაში, როცა მაგალითად ბუნებაში განტვირთვა მოუნდებოდათ… და მიუხედავად ამისა, ქალები მრავალ სიტუაციაში აგრძელებდნენ შარვლის ჩაცმას.
1970 წლის San Francisco Chronicle-ში ვკითხულობთ, რომ რესტორნები შარვლიან ქალებს არ უშვებდნენ, შემდეგი განმარტებით: „თუ ერთ შარვლიან ქალს დავუშვებთ, შემდეგ ყველასთვის თანხმობის მიცემა მოგვიწევს“. ზოგიერთისთვის ეს მორალურად გაუმართლებელი, ზოგისთვისაც კი ეტიკეტის დარღვევა იყო.
შარვალი შუა საუკუნეების ევროპაში მამრობითი მოსახლეობის ჩვეულ სამოსად იქცა. არსებობდა მრავალი სტილის შარვალი, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი გრძელი, ფართო შარვალი რამდენიმე ასეული წლის შემდეგ გამოჩნდა. თავდაპირველად ისინი მეზღვაურების სამოსი გახლდათ.
შუა საუკუნეებში შარვლის ჩაცმისთვის ქალი შეეძლოთ კოცონზე დაეწვათ. ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე აგრძელებდნენ კაბებით სიარულს. ქალზე შარვალი მისი უზნეობის მაჩვენებელი იყო.
მამაკაცებისთვის ეს იყო ტანსაცმელი სპორტისთვის ან მძიმე სამუშაოსთვის. უხამსი იყო მათში გამოჩენა თეატრსა თუ კინოში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. დოქტორი მერი ედვარდ უოლკერი შვიდჯერ დააკავეს საჯარო სივრცეში შარვლის ტარებისთვის. 1913 წელს ბოლო დაკავებისას, იგი 80 წლის იყო. დააკავეს მიუხედავად რეგალიებისა. უოლკერი იყო ცნობილი და პატივცემული ქირურგი, აშშ-ის ღირსების მედალოსანი.
მაგრამ 1950-70-იან წლებში, როდესაც კომფორტული და გამძლე ჯინსი გამოჩნდა, მათი ტარება ყველამ დაიწყო, როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ქალების აქტიურმა ჩართულობამ სოციალურ თუ კულტურულ სფეროში.
ბარბარა სტრეიზანდი გახდა პირველი ქალი, რომელმაც "ოსკარის" დაჯილდოებაზე შარვალი ჩაიცვა. ეს მოხდა შედარებით თავისუფალ 1969 წელს. ამ ყველაფერს მისი დაპატიმრება არ მოჰყოლია, მაგრამ პრესის უარყოფითი მიმოხილვები დაიმსახურა. ბარბარას ჩაცმულობას "საღამური" და "ცუდი გემო" უწოდეს. მიუხედავად ამისა მომღერლის გაბედულება მოდის ინდუსტრიაში შევიდა, როგორც მოდური ინოვაციის მაგალითი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „საუკეთესო ნამუშევარია...“ - ვრცელდება დემნა გვასალიას კოლექციის ახალი ვიდეო
ტალახის შოუდან - 6 თვის შემდეგ, ბალენსიაგამ "The Mud Sneakers" გაყიდვაში გამოუშვა