შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

შუქი

 კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას და დაბა შინდისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას მოედნის, გაგარინის, ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის, არდაზიანის, ვეძისის, იმედაშვილის, ოჩამჩირის, სახოკიას, ანაგის, შარტავას, ლვოვის, არშბას, ისაკაძის, ზოვრეთის, ოდესის, კანდელაკის და ყუშიტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის I კვარტლის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.