ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. უკრაინა ოკუპანტების დარტყმებს იგერიებს და ჯერჯერობით უმკლავდება ოკუპანტის შემოტევებს. არის დიდი დანაკარგი, მსხვერპლი, ასობით ათასი დევნილი. მსოფლიო ლიდერების ყურადღება დღემდე ამ ცხელი წერტილისკენაა მიმართული და ამ ომის ქარცეცხლში ათასობით მებრძოლს შორის გმირის სტატუსი აქვს ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის, რომელიც დღეს 45 წლის გახდა...
ვოლოდიმერ ზელენსკის შესახებ ინტერესი სულ უფრო მზარდია, ის ახლა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მამაკაცია. მის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას არ მალავენ სოციალურ ქსელებსა თუ პირად საუბრებში.
სანამ უკრაინის პრეზიდენტი გახდებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელევიზიაში მსახიობი იყო. მან კომედიური სერიალი „ხალხის მსახური„ შექმნა და მასში მთავარ როლსაც ასრულებდა.
მის პერსონაჟს, სკოლის ისტორიის მასწავლებელს, თავისი მოსწავლე ფარულად უღებს ვიდეოს, რომელშიც ის თავის ქვეყანაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ ემოციური სიტყვით გამოდის. მისი ცოდნის გარეშე, ვიდეო ინტერნეტში ხვდება და ვირუსულად ვრცელდება.
მასწავლებელს, კამპანიის ჩაუტარებლად და სურვილის გამოუთქმელადაც კი, უკრაინის პრეზიდენტად ირჩევენ. რიგითი ადამიანი, რომელიც ამ თანამდებობისთვის საჭირო არანაირ გამოცდილებას და ცოდნას არ ფლობს, მაგრამ ქვეყნის გმირი წინამძღოლი ხდება.
მას შემდეგ, რაც ზელენსკი რეალურად აღმოჩნდა პოლიტიკური კარიერის კიბეზე, ზოგისთვის მისი მმართველობა ჰგავდა დილეტანტის საქმიანობას, რომელიც თავის მაქსიმუმს ცდილობდა - „მსახიობია, რომელიც, უბრალოდ, თავის როლს ასრულებს“...
2022 წლის თებერვალში, ტანმორჩილი და ჩახლეჩილხმიანი ზელენსკი ურთულესი ცხოვრებისეული გამოცდის წინაშე დადგა. ამ დროის განმავლობაში მან თავისი ნამდვილი ხასიათი გამოავლინა.
ახლა უკრაინის მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ქვეყნისთვის დამდგარი მძიმე დღეები პრეზიდენტის სახეზეც აისახა.
ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს, პრაიმტაიმმა გააკეთა კოლაჟი, როგორ გამოიყურებოდა ზელენსკი ომამდე და როგორ შეიცვალა ის ხუთ დღეში.
25 თებერვალს ზელენსკიმ ევროპის ლიდერებს ვიდეოკონფერენციისას უთხრა, რომ იყო შანსი, მათ ის ცოცხალი ვეღარ ენახათ. მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ ის მიზანშია ამოღებული.
ზელენსკის ბედი იმდენად ნათელი იყო, რომ ვაშინგტონმა მას კიევიდან გამოყვანა და ემიგრირებული მთავრობის ფორმირება შესთავაზა. ზელენსკიმ უსაფრთხოების ეს პირობა ერთი ხელის მოსმით უარყო. მან განაცხადა, რომ ერჩივნა, ვაშინგტონს კიევი წინააღმდეგობის გაწევისთვის საჭირო იარაღით მოემარაგებინა. „ბრძოლა აქ მიმდინარეობს. მე შეიარაღება მჭირდება და არა - გასეირნება“, - განაცხადა მან.
მისი მზაობა, შეეწიროს თავის ქვეყანას, იმ ახალი უკრაინის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი გახდა, რომლის ხალხიც მას ახლა გაერთიანებული ძალებით იცავს.
ახლა მთელი სამყარო უკრაინას გვერდშია. რთულია უახლოესი წარსულიდან სხვა ისეთი მაგალითის გახსენება, როცა ერთმა ადამიანმა სრულად ამოაყირავა კოლექტიური მოლოდინები იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდა და ხალხისადმი მსახურების ისეთი შთამაგონებელი მაგალითი დაგვანახა, რომ ყველასთვის თვალსაჩინო გახდა კონფლიქტის ნამდვილი არსი...
უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ომის დაწყების შემდეგ ერთად, პირველად, უკრაინის პირველი პრეზიდენტის ლეონიდ კვარჩუკის დაკრძალვაზე გამოჩნდნენ, შემდეგ კი წყვილმა ერთ-ერთ ტელეარხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ჰკითხეს, იმოქმედა თუ არა ომმა მის მეუღლეზე და შეცვალა თუ არა მისი ქცევები. მან უპასუხა, რომ ის ყოველთვის იყო ისეთი, ვისი იმედიც შეგიძლია გქონდეს და ახლა ეს მთელმა მსოფლიომ იცის.
„უნდა გესმოდეთ, რომ ის ყოველთვის ასეთი იყო. უბრალოდ, ახლა მთელმა მსოფლიომ ნახა ისეთი, როგორიც ალბათ, ადრე ყველამ არ იცოდა და არ ესმოდათ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. პირველ ლედის ასევე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე რჩევა მას მეუღლისთვის.
„არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს ოჯახისგან რჩევა სჭირდებოდეს“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.
ბლიც ინტერვიუში, რომელსაც file.liga ავრცელებს, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ღიმილი ყველაფერია და მამაკაცისთვის მთავარი ღირსება ოჯახის წინაშე აღებული პასუხისმგებლობაა.
ზელენსკი საკუთარი თავის შესახებ: "ყოველთვის ვამჩნევდი ჩემს უკან საინტერესო თვისებას: არ ვცდილობ მაშინვე კარგი ვიყო და მერე მოგიგო".
ბავშვობის შესახებ: "ადრეული მოგონებები - მონღოლეთია, (იქ თითქმის 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ისწავლა მონღოლური ენა, აწუხებდა მონღოლური პრობლემები).
ოცნების შესახებ: "მე ვოცნებობდი გავმხდარიყავი მესაზღვრე, შემდეგ წავედი თარჯიმანისა და დიპლომატის სკოლაში."
ჰობის შესახებ: "სტუდენტი, რომელიც ცეკვით არის დაკავებული, მივევლინე გუნდში ”ზაპოროჟიე - კრივი რიჰ - ტრანზიტი”, როგორც ქორეოგრაფი.
სულის შესახებ: "KVN არის გონების მდგომარეობა, მე მუდმივად მასში ვარ. ღიმილი ყველაფერია.
პიროვნულ თვისებებზე: "მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ქმედება ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის აღებაა.
მყავს, ვთქვათ, ქალიშვილი, მყავს ცოლი... ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ გაბედული ქმედებაა".
ციტატები: რუსეთ-უკრაინის ომიდან - "ახლავე მზად ვარ დავიჩოქო, უბრალოდ ნუ დაიჩოქებს უკრაინა".
უკრაინული ენა: "მე უნდა დავიცვა უკრაინული ენა და გავაკეთებ ამას“.
პასუხი ჟურნალისტს: "არაფერი მმართებს, მხოლოდ ჩემს მშობლებთან ვალში ვარ."
უცნობი ფაქტები ზელენსკის შესახებ, რომელიც არ წაგიკითხავთ:
1. უკრაინის პრეზიდენტის საყვარელი ავტომობილია Land Rover Range Rover-ი, რომელიც მას გაპრეზიდენტებამდე ჰყავდა. ასევე, ვოლოდიმერი Breguet, Tag Heuer, Rolex და Bovet-ის ბრენდის საათებს ფლობს.
2. ზელენსკის აქვს ინტერესები კვების ბაზარზე: ის ფლობს 15%-ს შპს Fish House-ში, რომელიც დაკავებულია სარესტორნე ბიზნესით.
3. პეტრო პოროშენკო ზელინკის ხშირად, ოლიგარქ კოლომოისკის "თოჯინასაც" უწოდებდა. ზელენსკიმ ამაზე კომენტარი გააკეთა: „ვმუშაობ სტუდიაში Quarter-95-ში და ამ სტუდიის პროდუქტი იყიდება ტელეარხზე "1 + 1". მე არ მაქვს მასთან არანაირი ხელმოწერა, შეთანხმება, მემორანდუმი იმის თაობაზე, რომ ვემსახურები მფლობელ კოლომოისკის. ის არ არის ჩემი ბატონი, მე არ მყავს ბატონი. ”
ნანა ჩხაიძე