კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
როგორ შეიცვალა უკრაინის პირველი პირისა და პირველი ლედის ოჯახის ცხოვრება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ - სამხედრო აგრესიის თითქმის სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს, თუმცა კამერებთან არცთუ ისე ხშირად ჩნდება პირველი ლედი ოლენა ზელენსკა.
უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ომის დაწყების შემდეგ ერთად, პირველად, უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის დაკრძალვაზე გამოჩნდნენ, შემდეგ კი წყვილმა ერთ-ერთ ტელეარხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
„ომი ვერ გამოგვიცხადეს - „სამხედრო ოპერაცია“ დაარქვეს. ამიტომ ვიცოდით, რომ მშვიდი მობილიზაცია იყო. და მათ ბევრი ჯარი გადაიყვანეს ყირიმსა და ბელორუსში. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ფრონტზე. ეს მართლაც დიდი მოცულობაა. ვფიქრობ, დღეს ევროპაში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ასეთ მოცულობას.
ფართობით 28-ჯერ მცირე ვართ.
პლუს 100 000-მა ვერ შეაჩერა ისინი. დღეს 700 000 ვართ. 100 000 ნაცვლად 700 000 იბრძვის.
„აზოველებზე“ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს აბსოლუტურად გმირული ხალხია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ ეროვნული გვარდიის გარდა, 400 მესაზღვრეა. ბევრი დაიჭრა და დაიღუპა, მაგრამ იყო 400. დიდი რაოდენობით მედესანტეები, ასევე პოლიციელები, ექიმები, ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი იცავდნენ მარიუპოლს.
ჩვენ შევთანხმდით, რომ დასავლელი შუამავლები და პარტნიორები გაუმკლავდნენ განბლოკვას. მოლაპარაკება მქონდა თურქეთთან, შვეიცარიასთან, ისრაელთან. ჯერ საფრანგეთთან რუსეთის ფედერაციის ლიდერთან ურთიერთობის გამო, როცა დავინახეთ, რომ მისი განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელი იყო.
არ ვიცი, ათეულობით ან ასეულობით საუბარი მქონდა სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, რომ მოეცათ შესაბამისი იარაღი, რათა სამხედრო საშუალებებით მარიუპოლამდე მივსულიყავით ამ ხალხის გასათავისუფლებლად.
მე მგონია, რომ პროცესი დასრულდება გაცვლით, სადაც დიპლომატებს დიდი როლი ეკისრებათ.
მაგალითად დღეს რომ ვხვდებოდე პუტინს, ვისაუბრებდი მარიუპოლის საკითხზე, მაგრამ ორ-სამ თვეში შეიძლება ეს საკითხი აღარც იყოს აქტუალური. თუ შედგება ჩვენი შეხვედრა, საუბრის თემა იქნება დამოკიდებული პერიოდზე.
ამიტომ, ჩვენ გვაქვს სურვილები და ჩვენი მიზნები. დიახ, ჩვენ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და გვინდა დავასრულოთ ეს ომი. მაგრამ როგორ იქნება ეს, როდის იქნება ეს, დამოკიდებულია ზუსტად იმაზე, თუ როდის იქნება საუბარი პუტინთან. ვფიქრობ, უკრაინასა და რუსეთს შორის აუცილებლად იქნება საუბარი. ჩვენ არ ვიცით რა ფორმატში: შუამავლებით თუ გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე თუ ორმხრივი საუბარი," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის ცოლი, ოლენა ზელენსკა ომის დაწყების ღამეს იხსენებს. მისი თქმით, იმ იმედით ცოცხლობს, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკისგან ამ სიტყვებს გაიგებს -"ყველაფერი დამთავრდა, გავიმარჯვეთ!"
„გამაღვიძა ფანჯრის მიღმა უცნაურმა ხმებმა. ალბათ, ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანი უკრაინაში. ბნელოდა - თითქმის ღამე იყო. ვოლოდიმირი ოთახში აღარ იყო. გვერდით ოთახში გავედი, იქ იყო. კოსტიუმი ეცვა, მაგრამ ჰალსტუხი არ ეკეთა და მივხვდი. ვკითხე, რა ხდებოდა? და მან მითხრა მხოლოდ: დაიწყო! და წავიდა.
ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ახლა კი ვცოცხლობ იმ იმედით, რომ მეტყვის, ალბათ მე არ ვიქნები პირველი მაგრამ მოვისმენ ტელევიზიით - ყველაფერი დამთავრდა, გავიმარჯვეთ“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა, რომ სიგნალი იმაზე უფრო ადრე მიიღო, ვიდრე სროლები დაიწყებოდა.
„უკვე მზად ვიყავი, უკვე მივდიოდი. სიგნალი უფრო ადრე მივიღე, ვიდრე სროლები დაიწყებოდა. მხოლოდ ერთი რამ მახსოვს. ვთქვი, რომ ბავშვებისთვის ყველაფერი უნდა აეხსნათ, ნორმალურია იმის თქმა, რომ ომი დაიწყო - არაფრის გამოგონება არ იყო საჭირო“, - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ასევე შვილების რეაქციაზე ისაუბრა.
„4.00 საათზე გავაღვიძე და ვუთხარი, მოდი, ყოველი შემთხვევისთვის ჩავალაგოთ ნივთები.მათ გამაკვირვეს ისე მოწესრიგებულად ასრულებდნენ ჩემს ყველა მითითებას. თან ამბობდნენ არ ვიცით, როდის ვნახავთ მამას. რამდენჯერმე ცრემლებიც მოერიათ, მაგრამ მაინც მამასავით მამაცურად გაიაზრეს ეს ყველაფერი“, - იხსენებს ოლენა ზელენსკა.