კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ჰკითხეს, იმოქმედა თუ არა ომმა მის მეუღლეზე და შეცვალა თუ არა მისი ქცევები.
მან უპასუხა, რომ ის ყოველთვის იყო ისეთი, ვისი იმედიც შეგიძლია გქონდეს და ახლა ეს მთელმა მსოფლიომ იცის.
„უნდა გესმოდეთ, რომ ის ყოველთვის ასეთი იყო. უბრალოდ, ახლა მთელმა მსოფლიომ ნახა ისეთი, როგორიც ალბათ, ადრე ყველამ არ იცოდა და არ ესმოდათ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
პირველ ლედის ასევე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე რჩევა მას მეუღლისთვის.
„არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს ოჯახისგან რჩევა სჭირდებოდეს“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.