როგორ გავხდეთ ფერმერები მთვარეზე - ახალი კვლევა

მთვარე

მთვარეზე პირველი მცენარეების გაშენება მხოლოდ დროის საკითხია, ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს ზოგიერთი მეცნიერი. ახალი კოსმოსური რბოლა ჩინეთსა და აშშ-ს შორის მთვარის ბაზის დასაკავებლად, მთვარის რაფსის პირველ მოსავალამდე მხოლოდ რამდენიმე ათეული წელს ითვლის.  კარგი ამბავი ის არის, რომ  როგორც ერთ-ერთი მედიაგამოცემა ამტკიცებს, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მუშაობს იმისთვის, რომ მომავალ ფერმერებს შეეძლოთ სამუშაოების დაწყება.

მთვარეზე მცენარეების გასამრავლებლად ეფექტური გამოსავალი არის ის, რასაც გვთავაზობენ ჰიდროპონიკური ბაღები. ანუ ბაღები, სადაც მცენარეების ფესვები წყალსა და მინერალებზე დაფუძნებულ ხსნარშია ჩაძირული. ამისათვის გეოტექნიკური ინსტიტუტისა და ინტერდისციპლინური კოსმოსური კვლევის ცენტრის მკვლევრებმა,  ნორვეგიიდან, ESA-ს სპეციალისტებთან თანამშრომლობით, შესთავაზეს ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც დაამუშავებდა მთვარის „მიწას“, ამოიღებდა მისგან მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებს.

აი, სად არის რეალური საქმე, აიღეთ ფული და ჩადეთ ინვესტიციაში, მთვარეზე ბაღის გასაშენებლად - წერია გამოცემაში.