1789026769
ოზურგეთში, საჯარო და სამრევლო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად, საჯარო და სამრევლო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
ქალაქ ოზურგეთში ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ: 96 ოქროს მედალოსანი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე 7 აბიტურიენტი და მათი აღმზრდელი 6 სკოლა.












