რა მოხდება, როცა დედამიწის მეექვსე ოკეანე აღმოცენდება - ექსპერტის განმარტება

ოლანეტა

გლობუსების, წიგნებისა და პლაკატების წყალობით, ჩვენ კარგად ვიცნობთ, როგორ გამოიყურება დედამიწა ახლა, თავისი ხუთი ოკეანით, შვიდი კონტინენტით და ხმელეთის ცნობადი ფენით.  მაგრამ ეს მოცემულობა, შესაძლოა, შეიცვალოს. 

 მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ წყლის ახალი სხეული აფრიკის კონტინენტის შუაგულში ჩნდება, რომელიც ნახევრად გაყოფას იწყებს. უგანდას და ზამბიას მომავალში, შესაძლოა, ჰქონდეთ საკუთარი სანაპიროები. ცვლილება ხდება ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ტექტონიკური ფირფიტები მუდმივად მოძრაობენ, თუმცა მოძრაობები შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.

აფრიკული, არაბული და სომალის ტექტონიკური ფირფიტები ესაზღვრება ერთმანეთს, მაგრამ ბოლო 30 მილიონი წლის განმავლობაში, როგორც არაბული ფირფიტა, ასევე სომალის ფირფიტა ნელ-ნელა შორდებიან აფრიკის ფირფიტას, რის შედეგადაც წარმოიშვა ის, რაც ცნობილია როგორც აღმოსავლეთ აფრიკის განხეთქილება.

შარშანდელ აღმოჩენებზე საუბრისას, The Economic Times-ში, კრისტოფერ მურმა თქვა: „ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ, თუ როგორ იქცევა კონტინენტური რიფტი ოკეანის რიფად. "

იმის გათვალისწინებით, რომ შესამჩნევი ბზარის გახსნას 30 მილიონი წელი დასჭირდა, უსაფრთხოდ შეიძლება ითქვას, რომ შემდგომ პროცესებსაც არანაკლები დრო დასჭირდება. 

,,მაგრამ ცვლილება არ შეჩერდება", - აღნიშნა კენ მაკდონალდმა, საზღვაო გეოფიზიკოსმა და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა.

მომავლის ყურებით, მაკდონალდმა ასევე შეძლო წინასწარ განსაზღვრა, როგორი იქნებოდა სამყარო, როდესაც ეს მილიონობით წელი გაივლის და ოკეანე საბოლოოდ გაიხსნება.

მან თქვა: ”ადენის ყურე და წითელი ზღვა დაიტბორება აფარის რეგიონში და აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის ველში და გაჩნდება ახალი ოკეანე და აღმოსავლეთ აფრიკის ეს ნაწილი გახდება მისი ცალკეული პატარა კონტინენტი.”