1731009381
მეცნიერებმა წყლის მიღებასა და დაბერებას შორის კავშირი დაადგინეს
მეცნიერებმა გამოავლინეს კავშირი საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებასა და დაბერებას შორის.
უდავო ფაქტია, რომ სასმელი წყალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. გარდა იმისა, რომ მას მეტაბოლიზმში აქვს წვლილი, ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ტენიანობის შენარჩუნებაში. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ახალი კვლევის თანახმად, სასმელი წყალი ასევე კავშირშია იმასთან, თუ რამდენად ჯანსაღად დაბერდება ორგანიზმი.
როგორც გამოცემა წერს მკვლევრებმა შეისწავლეს კავშირი ჯანმრთელობის რამდენიმე მარკერსა და სისხლში მარილის დონეს შორის, რომელიც იზრდება, როდესაც სითხის მიღება მცირდება. კვლევა მოიცავდა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიიღეს 11,255 მონაწილისგან 30 წლის განმავლობაში.
„შედეგები ცხადყოფს, რომ სათანადო ჰიდრატაციამ შეიძლება შეანელოს დაბერება და გაახანგრძლივოს სიცოცხლე დაავადებების გარეშე“, - თქვა მეცნიერებათა დოქტორმა და კვლევის ავტორმა.
მან აღნიშნა, რომ ადამიანების უმრავლესობას შეუძლია გაზარდოს სითხის მიღება რეკომენდებულ ოდენობამდე, რისკის გარეშე.
კვლევა ეფუძნება ადრინდელ ნაშრომს, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის მარტში.