მეცნიერები ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილ იდუმალ „გრავიტაციულ ხვრელს" იკვლევენ

ინდოეთის ოკეანე

მეცნიერები ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილ იდუმალ "გრავიტაციულ ხვრელს" იკვლევენ. მისი არსებობის შესახებ ექსპერტებმა ჯერ კიდევ 1948 წელს შეიტყვეს, მაგრამ ხვრელის გაჩენის სავარაუდო მიზეზები მხოლოდ ახლა გაამხილეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, გრავიტაციული ხვრელები ჩნდება იქ, სადაც დედამიწის გრავიტაციული ველი არ არის ერთგვაროვანი - სიმკვრივისა და მასის განაწილების ცვალებადობის გამო. არის უბნები, რომლებიც უფრო მკვრივია, ვიდრე სხვები და სიმკვრივის ეს ცვალებადობა გრავიტაციის ძალაზეც მოქმედებს.

ამ მხრივ ინდოეთის ოკეანე გამორჩეული ადგილია დედამიწაზე, რადგან აქ გრავიტაციის დაბალი დონე აღინიშნება. ზუსტად ამიტომ, ოკეანის ზოგიერთ ნაწილში ზღვის დონე წარმოუდგენლად დაბალია და საშუალო მაჩვენებელს 100 მეტრით ჩამოსცდება. ასეთ "ჩავარდნილ" ადგილებს კი ხშირად ხვრელები იკავებს, რომელთაც "გრავიტაციული" წარმომშობი მიზეზის გამო ეწოდებათ. გრავიტაციულ ხვრელი პირველად მე-20 საუკუნის შუა ხანებში, შრი-ლანკის სამხრეთით აღმოაჩინეს და ამის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდი და გადაუჭრელ სამეცნიერო ფენომენად იქცა.

ასევე ნახეთ:

"ვიცი, უფალთან ხარ შვილო, მამა ანდრია გაგიწევს მეგზურობას" - თინა ჩხვიმიანი უშგულში ტრაგიკულად გარდაცვლილ გიორგი რატიანზე

13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს - ვალუტის ახალი კურსი