13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

გაუპატიურება

13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ორი დღის წინ დააკავეს. შვილზე სექსუალური ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში, მშობელს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში სამჯერ ნასამართლევია. მან საპატიმრო ბოლოს რამდენიმე თვის წინ დატოვა. დაზარალებული გოგონა თავშესაფარში გადაყვანილი.