ექსპერიმენტულმა მკურნალობამ 13 წლის მოზარდი ლეიკემიისგან განკურნა

ალისა

ექსპერიმენტულმა მკურნალობამ ბრიტანეთში მცხოვრები 13 წლის მოზარდი, სახელად ალისა ლეიკემიისგან განკურნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ალისას T-უჯრედოვანი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი 2021 წელს დაუსვეს. 

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია ბავშვებში (ALL)  კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ის ზეგავლენას ახდენს  იმუნური სისტემის B და T უჯრედებზე - რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს. ალისას ჩაუტარეს ქიმიოთერაპიის კურსი, გადაუნერგეს ძვლის ტვინი, მაგრამ მისი ორგანიზმი მკურნალობაზე არ რეაგირებდა. 

ოჯახის ნებართვითა და ალისას სურვილით, ის მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ექსპერიმენტულ მკურნალობაში ჩაერთო. კლინიკური კვლევები ლონდონის დიდი ორმონდის ქუჩის ბავშვთა საავადმყოფომ (GOSH) ჩაატარა. თერაპიისას გამოიყენეს  ბაზა-ჩასწორებული T უჯრედები.

28 დღეში ალისას დაავადება  შესუსტდა. ამან ექიმებს საშუალება მისცა იმუნური სისტემის აღსადგენად  მისთვის ძვლის მეორედ გადაენერგათ. ახლა ალისა თავს შესანიშნავად გრძნობს. მის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.