რიტუალი მათთვის, ვისაც საახალწლო სურვილი ჯერ არ ჩაუფიქრებია... - ასტროლოგების რჩევა

სურვილები

ასტროლოგები იმ ადამიანებს, რომლებმაც საახალწლოდ სურვილების ჩაფიქრება ვერ მოახერხეს, ან ფიქრობენ, რომ ეს სწორად ვერ გააკეთეს, მანიფესტაციისკენ მოუწოდებენ.

„იანვრის ბოლომდე გვაქვს დრო, რომ მანიფესტაციები გავაკეთოთ. ჩამოვწეროთ სურვილები და ვთქვათ ისე, თითქოს ეს უკვე მოხდა. ზოგადად, იანვრის ენერგიები საკმაოდ საინტერესოა. რომ დააკვირდეთ, ვინც წინა წლებში ძალიან შრომობდა, იანვარში დასვენება მოუნდათ. ვინც პასიურობდა, პირიქით, უფრო გააქტიურდნენ.

2025 წლის ენერგიები ენერგეტიკული სტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ამიტომ, ვინც წინა წლებში ძალიან ბევრს შრომობდა, წელს უფრო მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ვინც პასიურობდა, მოუწევთ, რომ გააქტიურდნენ,“ - ამბობენ ასტროლოგები.