სნეული მშიშარები, რომლებმაც ბრიტანეთში პატარა გოგონების მასობრივი გაუპატიურება დაუშვეს, ჯერ ისევ ხელისუფლებაში არიან - ილონ მასკი

ილონ მასკი

სტარმერი დამნაშავეა ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებში -  ამ მიზეზით ახსნა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, "ლეიბორისტების" მიერ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის საქმიანობის გამოძიების დაბლოკვა, როდესაც ის სამეფო პროკურატურის ხელმძღვანელად მუშაობდა.

საქმე ეხება არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ ბანდებს, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს 2008-2013 წლებში, სწორედ კირ სტარმერის ხელმძღვანელობით იძიებდა ბრიტანეთის პროკურატურა. ილონ მასკი ასევე აზიარებს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" სტატიას სათაურით - "როგორ დაიფარა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ მოქმედი ბანდების სკანდალი" და წერს: "როგორ დაფარეს ბრიტანეთის გაუპატიურება". მასკის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც დიდ ბრიტანეთში ბავშვების გაუპატიურება დაუშვა, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, თუმცა, ჯერჯერობით. "სნეული მშიშარები, რომლებმაც ბრიტანეთში პატარა გოგონების მასობრივი გაუპატიურება დაუშვეს, ისევ ხელისუფლებაში არიან... ჯერჯერობით." - დაწერა მან X-ზე.

მან ასევე გააზიარა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთში ერთ-ერთმა მოსამართლემ 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა პირს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტისთვის, ხოლო, მოზარდის მაჩეტეთი მკვლელობისთვის ბრალდებულმა კი საპატიმრო ექვს თვეში დატოვა. როგორც მასკმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაწერა: "ეს მოსამართლე სამარცხვინოდ უნდა გადააყენონ თანამდებობიდან." ბოლო პერიოდში, ილონ მასკი, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მწვავედ აკრიტიკებს. ის მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში მთავრობა უნდა გადადგეს, ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ მიგრანტების მიერ ფორმირებული ბანდების ბრიტანელი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და ამ დანაშაულებზე მთავრობის უმოქმედობას ასახელებს.