საშობაო ლოცვა, რომელიც დაგიცავთ და დაგეხმარებათ
1736184221
როკფელერის ნაძვის ხე ყოველ წელს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გულწრფელ სურვილებს დიდი ძალა აქვთ, რომ ყველა ადამიანში ჯერ კიდევ ცხოვრობს ბავშვი, რომ პატარების გაბრწყინებული თვალები ამქვეყნად ყველაზე კაშკაშა რამაა და რომ 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეს სასწაულები ნამდვილად ხდება....
საშობაო პერიოდში სახლების წინ მოსიარულე ერიკ პოზეის თავიანთ ეზოებში გამოჩენას ამერიკელები მოუთმენლად ელოდებიან. ვის კარს შეაღებს როკფელერის ნაძვის ხის მთავარი ამომრჩეველი - ეს მხოლოდ ერიკ პოზეიმ იცის.
„ახალი წლის მთავარი სიმბოლოს შერჩევა ყველაზე საპასუხისმგებლო და სასიამოვნო რამაა. როკფელერის ნაძვის ხეს იდეალური ფორმა უნდა ჰქონდეს, თავს მაშინვე უნდა აწონებდეს იმ პატარებს, რომლებიც როკფელერთან შემოუხვევენ. მათი სახე მომენტალურად უნდა გაბრწყინდეს და თითოეული მათგანი ბედნიერებით უნდა აივსოს - ესაა როკფელერის ნაძვის ხის მთავარი შინაარსი“,- ამბობს ერიკ პოზეი.
ერიკ პოზეი დღემდე სიხარულით იხსენებს იმ მომენტს, როდესაც როკფელერის სავიზიტო ბარათი პირველად დაინახა. ამ ჯადოსნურმა ხემ მისი ცხოვრება იმდენად შეცვალა, რომ ჯერ როკფელერის ცენტრის მოხალისე გახდა, შემდეგ კი ადამიანი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ნაძვის ხის ამოცნობა ერთი ნახვით შეუძლია..
ასე ერთი ნახვით ამოიცნო 2024 წლის მთავარი სიმბოლოც და ზამთრის ერთ სუსხიან დილას მასაჩუსეტსში მცხოვრები ალბერტების სახლის კარი შეაღო.
ახალდაქორწინებულმა ეარლ და ლესლი ალბერტებმა ხე 1967 წელს დარგეს. მაშინ ვერცერთი მათგანი წარმოიდგენდა, წლების შემდეგ მათ ეზოში მდგარი ნაძვის ხე მსოფლიოს ცენტრში აღმოჩნდებოდა და ადამიანებს ახალი წლის იმედს დაუბრუნებდა.
„ლესლის ეს ხე ძალიან უყვარდა. ყოველ ახალ წელს მის გარშემო ვიკრიბებოდით. ის 10 დღის წინ დაიღუპა. გული მწყდება, რომ ამ საოცარ დღეს ვერ მოესწრო. მიხარია, რომ წელს სამყაროს ჩვენი სიყვარულის მთავარ სიმბოლო ვაჩუქეთ - ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ახალი დასაწყისია“,- ამბობს ეარლ ალბერტი.
როკფელერის ნაძვის ხის ისტორია 1931 წელს იწყება, როდესაც ნიუ-იორკის ცნობილი კომპლექსის მშენებლებმა გადაწყვიტეს სამყაროსთვის ახალი წლის მთავარი სიმბოლო ეჩუქებინათ.
როკფელერის ცენტრში მომუშავე ადამიანებმა ფული შეაგროვეს და იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებდნენ - 6 მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს, რომელიც ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული სათამაშოებითა და გირლანდებით მორთეს.მათ უნდოდათ ეს ხე ზუსტად ისეთი ყოფილიყო, რომლის ქონასაც სახლში ინატრებდნენ...
მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მაშინ როკფელერის მოციმციმე ხემ ადამიანების თვალებში იმედის ნაპერწკალი დიდი ხნის შემდეგ პირველად აანთო.. იმ პერიოდიდან მოყოლებული როკფელერის ნაძვის ხე ერთობისა და უკეთესი მომავლის სიმბოლოდ იქცა. დროთა განმავლობაში თანდათანობით გაიზარდა როკფლერის ხის მასშტაბები, სასრიალო მოედნების რიცხვი და ჯადოსნური ხის მახლობლად მგალობელმა ანგელოზებმაც დაიდეს ბუდე..
როკფელერის ნაძვის ხე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდება და თანაგარძნობის გამოხატვა არასდროს ავიწყდება.
მაგალითად - მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას როკფელერის ხე ამერიკის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ჩამქრალი ნათურებით მოირთო..
1946 წელს სამყაროს მშვიდობის დადგომა, შვიდასზე მეტი მანათობელი გლობუსით ამცნო.. ეკოლოგიურ პრობლემებს კი ეკო ნათურებით გამოეხმაურა, რომელმაც დღესასწაულებზე მოხმარებული ელექტო ენერგია თითქმის გაანახევრა.. როკფელერის ნაძვის ხე ადამიანების ოცნებებს ახალი წლის დასრულების შემდეგაც ახდენს.. საშობაო სეზონის დასრულებისთანავე როკფელერის ცენტრის თანამშრომლები ხეს ამუშავებენ და უსახლკარო ადამიანებისთვის ნანატრ სახლებს აშენებენ... მოჭრილი ხის ადგილას კი ახალ მცენარეს რგავენ... როკფელერის ნაძვის ხის ისტორია კვლავაც გაგრძელდება, გაგრძელდება ერიკ პოუზის მოგზაურობაც...ახალი წლის მთავარი ქველმოქმედი ადამიანების ოცნებების ასრულებას კვლავ გააგრძელებს, სამყაროს ცენტრში მდგარი ნაძვის ხის წინ შეკრებილი ადამიანები შუქის ანთებამდე დარჩენილ წამებს კვლავაც გულის ფანცქალით დაითვლიან და 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ახალ წელს სასწაულები ნამდვილად ხდება....