დასახელდა მთავარი ჩვევა, რომელსაც შეუძლია ბიოლოგიური ასაკის შემცირება

ასაკი

ბიოლოგიური ასაკი არის ორგანიზმის გაზომვის უნიკალური საშუალება.

„ბიოლოგიური ასაკი ითვალისწინებს სხვადასხვა ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ განვითარების ფაქტორს, მათ შორის ცხოვრების წესს, გენეტიკას, კვებას და დაავადებას“, - განმარტა ექიმმა საკეიტა კრაუდერმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ნომერ პირველი გზაა ახალგაზრდობისთვის.

„ჩემი ყველაზე დიდი რჩევა პაციენტებისთვის არის ვარჯიში ყოველდღე“, - თქვა ექიმმა კენეტ კონსილიამ.

ამავდროულად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფიზიკურ აქტივობას აქვს შეუმჩნეველი ტალღოვანი ეფექტი ცხოვრების წესზე, რამაც შეიძლება ასევე შეამციროს ბიოლოგიური ასაკი.

„ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ, უფრო ჯანსაღად იკვებებიან, სვამენ მეტ წყალს და უკეთ იძინებენ“, - განმარტა კონსილიამ.

“ყოველდღიური 30 წუთიანი სწრაფი სიარული არა მხოლოდ გააუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას და შეამცირებს დიაბეტის და ზოგიერთი კიბოს რისკს, არამედ გააუმჯობესებს კოგნიტურ ჯანმრთელობას და შეამცირებს ალცჰაიმერის დაავადებისა და დემენციის რისკს”, - თქვა მან.

ექსპერტები სტრესის მართვასაც გვირჩევენ. შესაძლოა გსმენიათ, რომ სტრესი „ჭაღარავებს თმას“ (ნიშანი იმისა, რომ სტრესი აჩქარებს დაბერებას). ექსპერტები ამბობენ, რომ ამაში გარკვეული სიმართლეა.

„ქრონიკული სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს, რომელიც აზიანებს ტვინისა და გულის უჯრედებს“, - განმარტა სმოლმა.

ძილის წინ დასამშვიდებლად ის გვირჩევს არ ჩართოთ ტელევიზორი, არამედ წიგნი წაიკითხოთ.

გარდა ამისა, თანმიმდევრული ხარისხის ძილი აუმჯობესებს თქვენს სხეულს და გონებას და შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ბიოლოგიურ ასაკზე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ბლოგერ ნენე ქურდაძეს ხელი სთხოვეს

VIDEO: როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან თათია შარანგიას - ტელეწამყვანის გულწრფელი პასუხები

„იმაზე მეტად ვიდგები ფეხზე, ვიდრე წარმოსადგენია“ - კოსტა სანიკიძე კლინიკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს