დანიაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტი გახდა

ხელოვნური ინტელექტი

დანიაში ხელოვნური ინტელექტი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი გახდა.

პოლიტიკურ ძალას სინთეტიკური პარტია ეწოდება და იგი დააარსეს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ორგანიზაციებმა.

პარტიის ლიდერი ლარსი, რეალურად ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტია. ის დაპროგრამებულია სამეფოს ყველა პარტიის პოლიტიკაზე, მოყოლებული 1970-იანი წლებიდან.

ვინაიდან პარტიის ლიდერი მანქანაა, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თუმცა აკრძალვა არ ვრცელდება პარტიის წევრ ადამიანებზე.

ასე რომ, შესაძლებელია, დანიის პარლამენტში მოხვდნენ პოლიტიკოსები, რომელთა ლიდერი ხელოვნური ინტელექტია.

როგორც ამბობენ, სინთეტიკურ პარტიას დანიის პარლამენტში მოხვედრის მცირე შანსები აქვს. ქვეყნის კანონმდებლობით, პარტიებმა 20 000 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა შეაგროვონ, ახალ პოლიტიკურ ძალას კი ამჟამად მხოლოდ 11 მხარდამჭერის ხელმოწერა აქვს.