ეს 5 ნივთი არასოდეს არ გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1716051908
თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს გაუცვლია საკუთარი პირადი ინტერესები სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებზე და რა თქმა უნდა ამ სანქციებს მის პოლიტიკაზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„აშშ ყოველთვის უარყოფდა რაიმე კავშირს ამ პროცესებთან. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს იყო კერძო დავა კონკრეტულ ბანკთან მიმართებით და არაფერ კავშირში არ იყო პოლიტიკა. თუმცა, ახლა აღმოჩნდა, რომ აშშ-ის ნებართვის გარეშე, მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებისა, შეიძლება ეს თანხები მას მაინც არ დაუბრუნდეს და ესეც ერთგვარი ზეწოლაა. თუმცა თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს გაუცვლია საკუთარი პირადი ინტერესები სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებზე და რა თქმა უნდა ამ სანქციებს მის პოლიტიკაზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება“, - აღნიშნა ბოჟაძემ.