ეს 5 ნივთი არასოდეს არ გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1716051908
არაოფიციალური სანქციების გაოფიციალურების შემდეგ გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, „კრედიტ სუისთან“ მოგებული დავის მიუხედავად, კუთვნილ თანხას აშშ-ის სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. საკითხზე კომენტარი გააკეთა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
„ყველასთვის ძალიან ცხადი გახდა, რომ ეს იყო შანტაჟის მექანიზმად გამოყენებული, ეს იყო მოცემულობა, რითაც კონკრეტული პირები ცდილობდნენ მისთვის დე ფაქტო სანქციების დაწესებას. ახლა უკვე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ეს ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების დაფიქრების და განსჯის საგანი, თუ რა ძალები ებრძვიან ჩვენს პატარა ქვეყანას“, - აცხადებს მიქანაძე.