პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზარზმის მონასტერს რეაბილიტაცია უტარდება - პროცესს თეა წულუკიანი გაეცნო. კულტურის მინისტრმა მიიღო ინფორმაცია სამუშაოების შესახებ, არქიტექტორ-რესტავრატორებმა ახალი დაზიანებული კერები გამოავლინეს.
ხარაჩოების მოწყობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუნების ზემოქმედების შედეგად სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
შედგა შეთანხმება, რომ ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაერთვება.
"მოვინახულეთ ყველა ის პრობლემა და ხარვეზი, რაც მიუხედავად ამ წლებისა, რჩება მონასტერში. იმედიანად ვართ, ვინაიდან, ერთის მხრივ, ფინანსური რესურსი სწორად იქნება გამოყენებული. მუნიციპალური ფონდის უდიდესი ძალისხმევა მოიტანს კიდევ უფრო სწრაფად შედეგს, ვინაიდან, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უკვე დღეიდან იქნება კიდევ მეტად აქტიურად ჩართული რეაბილიტაციის პროცესში," - აცხადებს თეა წულუკიანი.