VIDEO: „ასეთი რამე მგონი მსოფლიოში არ მომხდარა.. 90 წლის რეჟისორი 90 წლის კლასელ მსახიობს როლს აძლევს“

მსახიობები

გადაცემა „იმედის დღის“ რუბრიკას პერსონა ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად რეჟისორი ელდარ შენგელაია და ლეო ანთაძე სტუმრობდნენ. წელს ორი ხელოვანის 90 წლის იუბილეა.

კლასელების შეხვედრა სკოლაში 84 წლის შემდეგ საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

ელდარ შენგელაიამ მისი პირველი სიყვარული გაიხსენა.

„პირველ კლასში ვიყავი, პატარა გოგონა იჯდა ჩემს გვერდით და შემიყვარდა. მეორე დღეს დედას მძივები მოვპარე და მას მივეცი. იმან საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. შემდეგ ეს მძივები სამასწავლებლოში დირექტორთან აღმოჩნდა, მკითხეს ვისიაო, ტირილი დავიყე და ვუთხარი – დედასია.. დედა მოვიდა და მკითხა, სად არის ის გოგოო, მივიდა და აჩუქა..“, – აღნიშნა რეჟისორმა.

„ელდარი მჯობნიდა“, – თქვა ლეო ანთაძემ ნიკოლოზ წულუკიძის კითხვის – რომელი უფრო კარგად სწავლობდა სკოლაში პასუხად, რაზედაც რეჟისორმა მოკრძალებულად უპასუხა, რომ ეს ასე არ იყო – „არ არის სწორი, მე ცუდად ვსწავლობდი“.

ელდარ შენგელაიამ და ლეო ანთაძემ ბავშვობის მოგონებები და ერთად გატარებული წლები გაიხსენეს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ რეჟისორი ახალ ფილმზე იწყებს მუშაობს.

„ლეო ითამაშებს აუცილებლად“, – თქვა ელდარ შენგელაიამ, რაზედაც მსახიობმა უპასუხა, რომ დიდი სიამოვნებით იღებს ამ შემოთავაზებას.

„მეგობრებო, ასეთი რამე მე მგონი მსოფლიოში არ მომხდარა, 90 წლის კლასელი რეჟისორი 90 წლის კლასელ მსახიობს როლს აძლევს და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.