რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი, არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის. - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ამ „ზეროებისგან“ განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ შეგვიერთეთო, მაგრამ ეს ყველა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარია ოპოზიციური გაერთიანების იდეით რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ. ისინი დღეს სამოქალაქო სექტორთან და მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ერთვებიან ევრო რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას პარლამენტს გარეთ განიხილავენ და სამოქმედო გეგმებს თავიანთ აუდიტორიას აცნობენ.