პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, უკრაინის ჩერნიგოვის ოლქიდან ჩამოსული ბავშვებისა და მოზარდებისთვის კახეთში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.
ბანაკის გახსნის ინიციატივა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ლიუდმილა მარჩენკოს ეკუთვნით.
ბანაკში , 6-დან 16 ნოემბრის ჩათვლით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონის, ჩერნიგოვის ოლქის, სპორტული სკოლის 43 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები დაისვენებენ.
ათი დღის მანძილზე მოზარდები, ერთ - ერთ სასტუმროში დაბინავდებიან, იგეგმება ექსკურსიები თბილისსა და კახეთში.
ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ მასტერკლასებშიც.
უკრაინელ სტუმრებს, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, საქართველოში უკრაინის დროებითი წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიესალმნენ.
ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო უკრაინაში.