VIDEO: ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიცია, რომელიც ექსკლუზიურად შესრულდა, აჩიკო ბერიძემ გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა

მომღერალი აჩიკო ბერიძე გარდაცვლილ მომღერალ ლევან კბილაშვილს სიმღერას უძღვნის.

ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიცია „გახსენება“ ეძღვნებათ წასულ მეგობრებს და ახლობლებს, რომლებსაც სხვა ცხოვრებაში შეხვდებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თუთი მაცაბერიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

„აჩიკო ბერიძის სოლო კონცერტი. ჩვენი სიმღერაც ექსკლუზიურად შესრულდა

ეს გახლავთ ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიცია, რომელიც ომგერისთვის შექმნა 2005 წელს მისი გარდაცვალების ღამეს. მას “გახსენება” უწოდა.

მე და აჩიკომ ის სიმღერად ვაქციეთ 1 წლის უკან საოცარი ადამიანების დახმარებით. ეს საჩუქარი რატომ ეკუთვნოდა აჩიკოს, სიმღერის მოსმენის შემდეგ მიხვდებით. აჩიკოს საღამოს ვესწრებოდი “ზაზანოვაში” წლების უკან და იქ გაჩნდა სწორედ იდეა, რომ ეს კომპოზიცია მხოლოდ მაცაბერიძეების ოჯახში არ უნდა დარჩენილიყო, რომ ბასილაიას საოცარი კომპოზიცია ყველასი უნდა ყოფილიყო. აჩიკო ვიცოდი რომ ყველაზე კარგად მოიტანდა თქვენამდე.

გარდა იმისა, რომ ის ჩემი მეგობარია, ვფიქრობ ასეთ ემოციას სხვა ვერავინ ჩადებდა ამ სიმღერაში. ვფიქრობ ეს კომპოზიცია ბუთხუზის საუკეთესო ნამუშევარია, რადგან ძალიან სუფთა გრძნობებსა და ემოციებზეა შექმნილი.

ეს სიმღერა ეძღვნებათ ჩვენს წასულ მეგობრებს და ახლობლებს, რომლებსაც სხვა ცხოვრებაში შევხვდებით. ყველას ვინც დააკლდა თბილისს და არამარტო, ალექსანდრე ბასილაიას თამადობით. აჩიკო კი დღეს თავის მეგობარს ლევან კბილაშვილს უძღვნის ამ საოცარ სიმღერას

მადლობა შენ ამ შესრულებისთვის, მომავალში გამორჩეული კლიპი გველოდება, რომელიც მთელი საქართველოს ნაწილად იქცევა

Davit Mazanashvili - რომ არა თქვენ ეს სიმღერა ასეთი საოცარი არ გამოვიდოდა და ამისთვის დიდი მადლობა

Nana Cincadze  - მადლობა სიმღერის ტექსტისთვის, სწორად რომ გადმოეცით გრძნობები ყველასთვის

ყველაზე დიდი მადლობა ქალბატონ ლუიზას, რომ დაგვთანხმდა სიმღერის შექმნაზე მისი მეუღლის კომპოზიციაზე.

მადლობა მთელ ბასილაიების ოჯახს“, – წერს თუთი მაცაბერიძე.