ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
რეზო ამაშუკელს უკანასკნელ გზაზე, საზოგადოება, ხვალ გააცილებს.
85 წლის პოეტს 15 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.
რეზო ამაშუკელმა რამდენიმე თვის წინ კოვიდი გადაიტანა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, მას შემდეგ ჯანმრთელობა დაუმძიმდა და სუსტად იყო.
დეკემბერში ლექსი დაწერა, თუმცა ფურცელზე მისი გადატანა, დამოუკიდებლად ვერ შეძლო და შვილიშვილი დაიხმარა...
რეზო ამაშუკელი სხვადასხვა დროს მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე და კულტურის მინისტრის მოადგილე იყო.