"წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ..." - აკა მორჩილაძე

aka

გახსოვთ, ქართველებზე რას წერს აკა მორჩილაძე თავის 2012 წლის რომანში "Obolé"? დღეს რატომღაც გამახსენდა...

"საერთოდ, მგონი, ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირაც და ირიბადაც. შორი ხალხი ვართ და, აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი, აბრაზებთ კიდეც. ჩვენ კი, როგორც წეღანაც მოგახსენეთ, გვგონია, რომ, თუ შორიდან არ დავიწყეთ ლაპარაკი, ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. იმათ კიდევ, მსმენელებს, ეგ შორიდან ლაპარაკი აბნევთ და აშინებთ და საერთოდ, ვიღას უყვარს შორიდან ლაპარაკი? დღეს და ახლა, როგორც „ბურგერ კინგის” მენიუ.

წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმიდა გიორგი მეყვარება, ისე, რომ არ ვიცი, ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ!"

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ჟიური შოკშია! - ნახეთ, ნინი ბრეგვაძის გასაოცარი შესრულება ამერიკულ „ვოისში"

"მეშინია, შემთხვევით სიხარულისგან არ გავგიჟდე ეს დროებით "ვარსკვლავად" მომუშავე ქალი" - ნახეთ, რა ჯილდოს ნომინანტია "ეთერო"?

საერთოდ არ ვუყურებ ფილმებს ჩემი მონაწილეობით. ვერც „დათა თუთაშხია“ გახდა გამონაკლისი...“ - რატომ იქცეოდა ასე თენგიზ არჩვაძე

ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი... ერთ მშვენიერ დღეს...“ - 26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა