„საერთოდ არ ვუყურებ ფილმებს ჩემი მონაწილეობით. ვერც „დათა თუთაშხია“ გახდა გამონაკლისი...“ - რატომ იქცეოდა ასე თენგიზ არჩვაძე

tengo

გაგონილი გექნებათ, რომ მსახიობებს, საკუთარი მონაწილეობით ფილმების ყურება, უხერხულობას განცდას უჩენს. ამიტომ ბევრი მათგანი, საკუთარ თამაშს, ეკრანზე, არ უყურებს. 

აწ განსვენებული თენგიზ არჩვაძე ამ მსახიობთა რიცხვში ყოფილა. თურმე, არტისტი იმიტომ არ უყურებდა ფილმებს საკუთარი მონაწილეობით, რომ ცენზურის მიერ ამოჭრილი საკუთარ ნამუშევარი ენანებოდა, ვერ ელეოდა, ნერვებს უშლიდა. ამიტომ ერჩივნა, საერთოდ არ ენახა დაჩეხილი ფილმი.

გთავაზობთ ამონარიდს ხელოვნებათმცოდნე ეთერ წეროძის წიგნიდან "თენგიზ არჩვაძე".

თენგიზ არჩვაძე: - ...დღემდე ვერ შევეგუე ფილმის "გაკრეჭვის" პროცედურას. ჩემთვის უსაყვარლესი ეპიზოდი მონტაჟის დროს იმდენჯერ ამოვარდნილა ფილმის საერთო მხატვრული სახის შესანარჩუნებლად, თუ სხვა მიზეზით, რომ თითქოს კიდეც უნდა შევგუებოდი კინოსთვის ამ მეტად ბუნებრივ მოვლენას. მაგრამ ვერ შევძელი. ყველაფერს ბავშვივით განვიცდი. ეს დიდი ნაკლია მსახიობისათვის, რადგან ძალიან გიშლის ხელს მუშაობაში. ამიტომაა, რომ საერთოდ არ ვუყურებ ფილმებს ჩემი მონაწილეობით. მეშინია დაუკმაყიფილებლობის იმ დიდი გრძნობისა, რომელიც ამ დროს მეუფლება ხოლმე. უნდა გამოვტყდე და გითხრათ, რომ მუშნის როლზე, ნამდვილად დიდი სიამოვნებით ვიმუშავე და მიუხედავად ამისა, შეიძლება არც დამიჯეროთ, ვერც "დათა თუთაშხია" გახდა გამონაკლისი - არც ეს ფილმი მინახავს დასრულების შემდეგ.  

ასევე დაგაინტერესებთ: 

„სულს აღზრდა უნდა. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ბედნიერებას დანახვა უნდა; უნდა შეიგრძნო...“ - უცნობი ფაქტები თენგიზ არჩვაძეზე

ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი... ერთ მშვენიერ დღეს...“ - 26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

"სპექტაკლიც კარგი გამოვიდა. არც ჩვენ ვიყავით ცუდები. თენგიზი ნახევრად იუმორში მეუბნებოდა..." - რას იხსენებს ასმათ ტყაბლაძე თენგიზ არჩვაძეზე

„ყველა მედავებოდა, რატომ მოგეცი ეს უარყოფითი როლი...“ - რატომ ათამაშეს მუშნი ზარანდიას როლი თენგიზ არჩვაძეს