გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ეკა ჩავლეიშვილი, ეთეროს როლის შესრულებისთვის ფილმში "შაშვი შაშვი მაყვალი", საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა.
აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა. გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება.
სურათმა სარაევოს კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მხატვრული ფილმისა და მსახიობი ქალის ნომინაციაში.
უკვე რამდენიმე კვირაა „შაშვი შაშვი მაყვალი“ საქართველოს კინოთეატრებში გადის.
სიახლეს თავად მსახიობი ემოციური პოსტით ხვდება.
"სულ გახარებული და გაღიმებული დავდივარ.
ამდენ კარგ ამბავს გადატანა ხომ უნდა?
მეშინია, შემთხვევით სიხარულისგან არ გავგიჟდე ეს დროებით "ვარსკვლავად" მომუშავე ქალი.
უსაშველოდ დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ თქვენგან და უღრმესი მადლობა კეთილო ადამიანებო" - წერს ეკა ფეისბუქზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
"მოქალაქე წმინდანს" თბილისური პრემიერის შემდეგ, ამერიკაში ნახავენ