"წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცაო..." - კახის თავს გადამხდარი სასწაული, რომელმაც გერმანელი ექიმები შოკში ჩააგდო

kaxo

კახი კავსაძის თავს გადამხდარ სასწაულზე, შესაძლოა, გაგებული გქონდეთ.

ლეგენდარული მსახიობის ძმამ, ოპერის მომღერალმა იმერი კავსაძემ,პრაიმტაიმის მკითხველს უამბო, როგორ განკურნა უწმინდესის ლოცვამ კახი მძიმე სენისგან.

იმერი კავსაძე: – ბევრი ნარკოზი აქვს განაკეთები და მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედა. უამრავი ოპერაცია აქვს გადაიტანა, თან მძიმე ოპერაციები.

გერმანიაში მორიგი გამგზავრების წინ, კახის საშარდე ბუშტზე გადაუღეს სურათი და ყვავილივით გაშლილი პოლიპები აღმოჩნდა. ძალიან ცუდი… გამგზავრების წინ მივიდა უწმინდესთან. მან დალოცა და გამოაცხადა, ბატონი კახი გერმანიაში მიდის და მოდით, მისი ჯანმრთელობისთვის ვილოცოთო. ასე დალოცა და გაუშვა.

კახი ჩავიდა გერმანიაში, აჩვენა ექიმს გადაღებული სურათი. კახი ჰყვება, ეს კაცი ჩემი სურათის ნახვისას გაშავდაო. დაიწყეს ექოსკოპიის კეთება: ვაა! გაოცებულია. დაუძახა განყოფილების უფროსს, მერე პალატის ექიმს, ყველანი გაშტერებული ათვალიერებდნენ თურმე დაავადებულ ორგანოს. მაგრამ წინა დღეს გადაღებული სურათი, ექოსკოპიისას აღარ დახვდათ! აბსოლუტურად გამქრალი იყო ის პოლიპები.

"იმიტომ აღარ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცაო", – უთქვამს გერმანელი ექიმებისთვის კახის. ისინი გაოცებული უყურებდნენ თურმე.

სასწაულია, აბა, რა არის? ჩამოვიდა კახი, უწმინდესის წინ მუხლებზე დაეცა და ეს ამბავი მოუყვა.