თქვენ იცით, რამხელაა „ერისიონის“ წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში - პრემიერი

კობახიძე

თქვენ იცით, რამხელაა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ახალი სასახლე, ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანსამბლ "ერისიონისთვის" ახალი შენობის გადაცემის საკითხზე საუბრისას.

„ახლა უკვე სრულიად ახალ სივრცეში შეუძლიათ განაგრძონ შემოქმედებითი საქმიანობა. თქვენ იცით, რამხელაა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ახალი სასახლე, ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში და გააგრძელონ ის საქმე, რომელიც ათწლეულების წინ დაიწყო," - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონს", არსებობის ისტორიაში პირველად, საკუთარი შენობა აქვს.

4080 კვ.მ. თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა მოიცავს ორ სარეპეტიციო დარბაზს, აქედან ერთ-ერთი საკონცერტო დანიშნულებისაც არის, რომელშიც 100-მდე მაყურებელი ეტევა, ერისიონის სკოლა-სტუდიის 900-მდე ბავშვისთვის სარეპეტიციო 3 დარბაზს, მსახიობების საგრიმიოროებს, ხმის ჩამწერ სტუდიას, ანსამბლის ადმინისტრაციის საოფისე სივრცეებს, სასცენო სამოსის შესანახ სივრცეებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის მოწყობილია პანდუსები და ლიფტი და სხვა.